აღმზრდელი პედაგოგი

არა
კომპანია: არა
  • თარიღები: 09.09.2021 - 30.09.2021
  • მდებარეობა: პეტრე სარაჯისვილის N1
  • დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
  • ვიმუშავებ ძიძად ან / და აღმზრდელ პედაგოგად...

    ვარ 25 წლის კომუნიკაბელური, მხიარული ენერგიული და შრომისმოყვარე გოგონა :)
    დამთავრებული მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი, კერძოდ - დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა ( 1-6 კლასის მასწავლებელი ) და სკოლამდელი აღზრდა...
    მაქვს კერძო სკოლა IB მთიებში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, სადაც ვიყავი კლასის დამრიგებელი, აღმზრდელი პედაგოგი და 09:00 -დან 18:00 -საათამდე ვასწავლიდი მოსწავლეებს, არამარტო საგნებს, არამედ სააღმზრდელო გაკვეთილებს და სკოლაშივე ვამზადებდი გაკვეთილებში მომდევნო სასწავლო დღისთვის ( მყავდა 24 მოსწავლე, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები )...
    ძალიან მარტივად ვნახულობ საერთო ენას ბავშვებთან, ვინაიდან წლების მანძილზე ( ჯერ კიდევ 15 წლიდან ) ვმუშაობდი სადღესასწაულო ცენტრში ანიმატორად...
    ამჟამად ვასწავლი ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ოქროს ფარში", ვარ ქორეოგრაფის დამხმარე და ვამზადებ სამოყვარულო ჯგუფებს ( შაბათ - კვირა)...

    ჩემთან თანამშრომლობის შემთხვევაში, გამოვიყენებ ყველა იმ თანამედროვე მიდგომას, რომელიც მოზარდის ( ასაკის შესაბამისად ) სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებულია...  
    შევასწავლი ნებისმიერ საგანს ( 1-6 კლასი ), დავეხმარები სასკოლო მასალის ათვისებასა და დაძლევაში... 

    სამუშაო საათები: 
    ორშაბათი-პარასკევი ( შაბათს სურვილისამებრ ) დილის 9:00 - 19:00 - საათამდე     -       700 - 800 ლარი...
    ორშაბათი-პარასკევი ( შაბათს სურვილისამებრ )  სკოლის შემდგომ ( შესაძლებელია სკოლიდან გამოყვანაც ) გაკვეთილების მომზადება 18:00 - 19:00 საათამდე     -     500 - 600 ლარი...

    ტელ:    577 35 77 37   ნუკი ...

    პოპულალური კომპანიები