ძირითადი მოვალეობები:
● სასტუმროს მენეჯერთან ერთად კოორდინირებულად უზრუნველყოს სასტუმროს ფრონტ ოფისის განყოფილების წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან;
● შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
● უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და ოთახების გაყიდვების გეგმის შესრულება;
● დადგენილის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
● სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
● სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
● ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
● უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის დეპარტამენტს);
● აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა;
● აწარმოოს ყოველდღიური რეპორტი;
● აკონტროლოს გადახდები და ინვოისები.
● აწარმოოს ყოველდღიური აუდიტი და სალაროს ნაშთი ჩააბაროს ბუღალტერს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილების ქონა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
• ყურადღებიანი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• მობილიზებული;
• კომუნიკაბელური;
• კეთილგანწყობილი.
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტს;
კვებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში
გისურვებთ წარმატებებს!