კომპანია ,,არგო ანურია” აცხადებს ვაკანსიას ელექტრონიკოსის პოზიციაზე არგოს საბაგირო გზაზე.
ჩვენ გუნდი ორიენტირებულია პერსპექტიული, კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოფს საბაგირო გზის ელექტრო დანადგარების გამართულობასა და უსაფრთხო ექსპლუატაცის;
- უზრუნველყოფს საბაგირო გზაზე შესაძლო საფრთხის აღმოჩნას და ატარებს ღონისძიებებს მის აღმოსაფხვრელად;
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართული ენის ცოდნა;
- რუსული , ინგლისური ან გერმენული ენის ცოდნა;
- უნდა შეეძლოს სამუშაოს შესრულება მაღალ ანძებზე, კერძოდ 11 მეტრიდან დან 60 მეტრომდე;
- 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ელექტრონიკოსის პოზიციაზე;
- დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია „არგო ანურია“ თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით
- ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურება
- პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
- 50 %–იანი ფასდაკლება
ნეფელე სქაი ბარში
თანდილა ლობი ბარში
ეფორია სპაში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე:
hr@bellevuebatumi.com, გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ელექტრონიკოსი “.
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან კომპანია ,,არგო”-ის კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
კომპანია „არგო ანურია“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!