"ბროკერიჯი" წარმოადგენს გაყიდვების საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისთვის სანდო, პროფესიონალური და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
კომპანია მეტწილად (და არამხოლოდ) მოღვაწეობს საქართველოს უძრავი ქონების სფეშო; მუშაობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან და დამკვეთებთან.
„ბროკერიჯი“ აცხადებს განაცხადების მიღებას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა აღწერა:
- გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების ობიექტების მოძიება; მფლობელ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
- ინფორმაციის დამუშავება, რეგისტრაცია კომპანიის მონაცემთა ბაზასა და წინასწარ განსაზღვრულ პორტალებზე;
- უძრავი ქონების პოტენციური მომხმარებლის მოძიება; მათთვის მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა და პროდუქტის დეტალური გაცნობა/შეთავაზება;
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
- საჭიროებისამებრ სხვადასხვა კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოთხოვნა/მიწოდების შესახებ კომუნიკაციის დამყარება;
- არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით;
პროფესიული მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და ნებისმიერი კომუნიკაციების სფეროში რელევანტურ პოზიციაზე;
განათლება:
- ბაკალავრიატი ან სპეციალური განათლება საქმიანობასთან შესაბამის სფეროებში;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე განიხილება მნიშვნელოვან უპირატესობად;
აუცილებელი პიროვნული უნარ/თვისებები:
- კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა;
- სხარტი აზროვნება/ქმედება და საქმის ბოლომდე კეთება;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
- თვითდისციპლინისა და ორგანიზების კარგი უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
- შედეგზე ორიენტირება;
რას გთავაზობთ „ბროკერიჯი:“
- უწყვეტ პროფესიულ თეორიულ/პრაქტიკულ ქოუჩინგს (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) საქმის სპეციფიკის სრულყოფილად დასაუფლებლად;
- სრულ ჩართულობას კომპანიის ზრდის ეტაპზე, რა დროსაც განიხილება და დაფასდება თქვენი მოსაზრებები და ინიციატივები;
- სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებს;
- მოწესრიგებულ, სასიამოვნო და კოლექტიურ სამუშაო გარემოს;
- Performance-ზე დაყრდნობით პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; ალ.ყაზბეგის #47 (მეტრო დელისთან ახლოს);
- სამუშაო გრაფიკი: სრული (საჭიროებისამებრ სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი);
- კომპანიის სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-შაბათი: 11:00-19:00; კვირა დასვენება;
- თანამშრომლის სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5დღე; 35 საათი;
- ანაზღაურება: გამომუშავებით; საკომისიო თითოეული წარმატებით შესრულებული საქმიდან;
- მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი: 1500ლარი (შესაძლებელია ბევრად მეტის გამომუშავება; დამოკიდებულია კანდიდატის მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე);
- ყოველთვიურად ულიმიტო სასაუბრო დროს უზრუნველყოფს კომპანია;
- განცხადებების ატვირთვის საფასურს უზრუნველყოფს კომპანია;
- საჭიროებისამებრ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მანქანისა და მძღოლის მომსახურება;
-
თუ დაინტერესდით და პასუხობთ ზემოხსენებულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@brokerage.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!