გაყიდვების ოპერატორი - რეზერვი

საქართველოს ფოსტა
  • თარიღები: 10 ოქტ - 10 ნოე
  • მდებარეობა:
  • ენები: რუსული და ინგლისური
  • შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების სარეზერვო ოპერატორის თანამდებობაზე.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
    ** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
    ** მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
    ** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
    ** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
    ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
    ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე);
    ** MS პროგრამების ცოდნა;
    ** მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

    უნარ-ჩვევები:

    ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
    ** ადაპტურობა/მოქნილობა;
    ** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
    ** სხარტი აზროვნების უნარი;
    ** ყურადღება დეტალების მიმართ;
    ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
    ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
    ** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

    კანდიდატთა შერჩევა:

    კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

    1. ჯგუფური გასაუბრება ;
    2. ტესტირება;
    3. ინდივიდუალური გასაუბრება;
    4. სტაჟირება 2 კვირა.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

    პოპულალური კომპანიები