Key Account მენეჯერი

თბილღვინო
კომპანია: თბილღვინო
  • თარიღები: 12 ოქტ - 31 ოქტ
  • მდებარეობა:
  • "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

    "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

    "თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

    "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას Key Account მენეჯერის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** პარტნიორებთან მოლაპარაკების ეფექტური წარმოება.
    ** პოტენციურ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
    ** გაყიდვების გეგმის შედგენა.
    ** ყოველთვიური გაყიდვების და თანხის შემოტანის გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.
    ** ​დებიტორული დავალიანების კონტროლი.
    ** ფინანსური რისკების შეფასება და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება.
    ** ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება.
    ** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა.
    ** დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაო განრიგის შედგენა და მართვა.
    ** ყოველკვირეული ანალიტიკა და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
    ** გაყიდვების ანალიტიკა ნომენკლატურის, კატეგორიის, ბრენდის და დროის მიხედვით.
    ** ქსელში პროდუქციის განლაგების ყოველდღიური მონიტორინგი.
    ** ყოველთვიური მარკეტინგული გეგმის შედგენა.
    ** მარკეტინგული გეგმის შესრულების კონტროლი.
    ** მარკეტინგული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
    ** ინგლისური C2;
    ** რუსული C2;
    ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

    პროფესიული უნარები:

    ** ორგანიზებულობა;
    ** მაღალი პასუხისმგებლობა;
    ** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    ** დავალებების სწორად გადანაწილება;
    ** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
    ** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
    ** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

    დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

    CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

    პოპულალური კომპანიები