მოლარე-კონსულტანტი

SPAR georgia
კომპანია: SPAR georgia
  • თარიღები: 12 ოქტ - 12 ნოე
  • მდებარეობა:
  • საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

    "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

    მაღაზია "სპარში" გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტები, შემდეგ მისამართებზე:

    ** თბილისი, მელიქიშვილის ქ. 16 (სააკაძის მოედანი)
    ** თბილისი, კოსტავას 80/82
    ** თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა,
    ** თბილისი, ყაზბეგის ქ. 26
    ** თბილისი, დიღმის მასივი
    ** თბილისი, თამარ მეფის გამზირი.

    სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) , მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

    მოვალეობები:

    ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
    ** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
    ** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
    ** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
    ** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
    ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
    ** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

    მოთხოვნები:

    ** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
    ** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
    ** ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი).

    ანაზღაურება: 500 ლარი.

    ასევე, კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა.
    კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.joglidze@spar-georgia.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

    დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

    პოპულალური კომპანიები