კონსულტანტი

კომპანია: Alhokair
  • თარიღები: 12 ოქტ - 12 ნოე
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - "Alhokair"-ის წევრი Retail Group Georgia 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius , Gap, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sergent Major, La Senza, Accessorize, Monsoon, Clarks და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

    პოზიციის დასახელება: კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.
    ლოკაცია: თბილისი მოლი.

    განსახორციელებელი საქმიანობა:

    ** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა;
    ** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
    ** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება;
    ** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
    ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
    ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

    პიროვნული თვისებები:

    ** გამართული მეტყველების უნარი;
    ** კომუნიკაბელური და აქტიური;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

    სამუშაო პირობები:

    სრული განაკვეთი:

    ** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
    ** ანაზღაურება: მინიმუმ 570 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

    ნახევარი განაკვეთი:

    ** სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი.
    ** ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com.

    გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე თბილისი მოლში.

    პოპულალური კომპანიები