სოციალური მედიის მენეჯერი

კომპანია: G&A Group
  • თარიღები: 12 ოქტ - 12 ნოე
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური, რუსული
  • შპს "G&A Group" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ბრენდის ნახევარფაბრიკატების წამოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. http://gagroup.ge/http://rera.ge/

    შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

    ანაზღაურება - 1000 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
    სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კომპანიის სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
    ** კომპანიის სოციალური მედიის სხვადასხვა არხების მართვა;
    ** ვებგვერდის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
    ** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
    ** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების შემუშავება და აღსრულება;
    ** პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
    ** სარეკლამო ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
    ** კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მარკეტინგული აქტივობების შეთავაზება;
    ** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის ანალიზი;
    ** სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
    ** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
    ** გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების შემუშავება და განხორციელება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** აუცილებელი პირობაა, რომ აპლიკანტს სიცოცხლე უხაროდეს;
    ** უმაღლესი განათლება (PR, მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება);
    ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭებათ კვების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს);
    ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის ადმინისტრირების და სპონსორინგის მიმართულებით;
    ** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint), Photoshop, Illustrator Corel DRAW;
    ** ენები: ინგლისური, რუსული (მინიმალური დონე B2).

    უნარ-ჩვევები:

    ** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
    ** კრეატიული აზროვნება;
    ** შრომისმოყვარე, დისციპლინირებული;
    ** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
    ** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** გუნდური მუშაობა და პრეზენტაბელურობა;
    ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

    თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: l.khomeriki@gagroup.com.ge. ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

    პოპულალური კომპანიები