სერვისდესკის ოფიცერი

კრედო ბანკი
კომპანია: კრედო ბანკი
  • თარიღები: 12 ოქტ - 20 ოქტ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური ენის ცოდნა B1
  • "კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

    თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

    ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

    ** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
    ** მე-13 ხელფასი;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა თავისთავად;
    ** ტრენინგები, რაც შენს პროფესიულ წინსვლას გამოადგება ჩვენზეა;
    ** კორპორატიული ღონისძიებები.

    გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს სერვისდესკის ოფიცრის პოზიციაზე.

    თანამდებობის მიზანი:

    ** სერვისდესკის ოფიცერი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვისდესკის მართვის პროგრამაში შემოსული მოთხოვნები გადაამისამართოს სწორად და სწრაფად.
    ** გამოითხოვოს სრული და დეტალური ინფორმაცია მოთხოვნის შესახებ და მოაგვაროს პრობლემა კომპეტენციის ფარგლებში

    ძირითადი მოვალეობები:

    ** შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
    ** შემოსული მოთხოვნების სრულყოფილად შევსება/რეგისტრაცია ServiceDesk ის პროგრამაში;
    ** შემოსული მოთხოვნის SLA მიხედვით შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება სწორი დიაგნოზით;
    ** მორიგე თანამშრომლების განსაზღვრა და შეტყობინების დაგზავნა შესაბამის სამსახურებთან;
    ** გადაცემული მოთხოვნის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კავშირი ტექნიკოსთან ან რექვესტერთან;
    ** შექმნას და შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება რექვესტერებთან, მუდმივად იფიქროს გაუმჯობესებაზე და კმაყოფილების გაზრდაზე;
    ** ყოველთვიური KPI რეპორტინგი რეგიონების მიხედვით.
    ** IT ის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა

    აუცილებელი მოთხოვნები:

    ** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
    ** სასურველია ITIL ის ცოდნა;
    ** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
    ** Excel VBA პრინციპების ცოდნა;
    ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;

    აუცილებელი უნარები:

    ** გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა
    ** კარგი კომუნიკაციის უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტირებული;
    ** გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
    ** მნიშვნელოვანია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

    თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს. #გახდიკრედოელი

    CV გამოგვიგზავნე ელფოსტაზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვისდესკის ოფიცერი.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე

    განცხადების მიღების ვადა: 25 ოქტომბერი

    #გახდიკრედოელი​

    პოპულალური კომპანიები