მთავარი აუდიტორი

  • თარიღები: 12 ოქტ - 12 ნოე
  • მდებარეობა:
  • სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას, შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი აუდიტორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

    კატეგორია: აუდიტი
    ანაზღაურება: შეთანხმებით(პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად)
    მდებარეობა: თბილისი

    ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

    მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

    ფუნქციები და მოვალეობები:

    ** შიდა აუდიტის წლიური გეგმით დამტკიცებული აუდიტის განხორციელება:
    ** აუდიტის მეთოდოლოგიის, პრინციპების, სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის დაცვა;
    ** აუდიტის მომზადება;
    ** აუდიტის დაგეგმვა;
    ** აუდიტორული შემოწმება;
    ** აუდიტორული ანგარიშის მომზადება (ანგარიშის პროექტის მომზადება, რეკომენდაციების
    ** მატრიცის შექმნა, აუდიტის ობიექტთან შეხვედრა);
    ** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
    ** ნაკლოვანებებისა და დარღვევების ტიპების მიხედვით დაჯგუფება და სტატისტიკის მომზადება;
    ** აუდიტის შედეგების დოკუმენტირება (ელექტრონული და ბეჭდური ფაილებით);
    ** შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადებისას სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და ცალკეული დავალებების შესრულება;
    ** შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მონაცემების ანალიტიკური და სტატისტიკური დამუშავება - დაჯგუფება;
    ** შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, საჩივრების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, შესწავლა, დასკვნის მომზადება;
    ** შიდა აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
    ** ორგანიზაციის დებულებით, სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება;
    ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    სამუშაოს მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
    ** შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
    ** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
    ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
    ** სასურველია აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
    ** უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორის სპეციალობით ან/და შიდა აუდიტში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას;

    უნარები:

    ** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
    ** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
    ** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
    ** კომუნიკაცია;
    ** პროფესიონალიზმი;
    ** პროდუქტიულობა;
    ** ხარისხზე ორიენტირება;
    ** უსაფრთხოება;
    ** სტრესულ გარემოში მუშაობა.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი აუდიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    19 ოქტ - 19 ნოე
    19 ოქტ - 19 ნოე
    პოპულალური კომპანიები