საკონდიტრო წარმოების თანამშრომელი

კომპანია: სანდომი
  • თარიღები: 12 ოქტ - 12 ნოე
  • მდებარეობა:
  • მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
    საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.

    "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

    შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი"-ს ესაჭიროება თანამშრომლები საკონდიტრო წარმოებაში.

    პირობები:

    ** ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
    ** განაკვეთი: სრული
    ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
    ** ხელფასი: გამომუშავებით, საშუალოდ 700-800 ლარიდან
    ** დასვენება: კვირა.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** სხვადასხვა სახის ცომის მომზადება
    ** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით.
    ** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა , მანქანა დანადგარების გასუფთავება

    მოთხოვნები:

    ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** მზადყოფნა იმუშაოს დატვირთული რეჟიმის პირობებში.
    ** ასაკი: 17-დან 45 წლამდე.

    დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    პოპულალური კომპანიები