ბუღალტერის თანაშემწე/სტაჟირება

  • თარიღები: 13 ოქტ - 30 ოქტ
  • მდებარეობა:
  • ფინანსური მართვის კომპანია წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების საფუძველზე შექნილ გუნდს საქართველოში. კომპანია კლიენტებს სთავაზობს აუდიტორულ და ბუღალტრულ მომსახურებას, ასევე ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს.

    ფინანსური მართვის კომპანია აცხადებს სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით (ასევე განიხილება ამავე სფეროში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების რეზიუმე)
    ** ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი;
    ** ქართული ენა - სრულყოფილად, ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

    პიროვნული თვისებები:

    ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
    ** გუნდში მუშაობის უნარი;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** კომუნიკაბელური;
    ** მოტივირებული;

    სტაჟირების პირობები:

    ** შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იქნება ვიზიტები უშუალოდ დამკვეთის (კლიენტის) ბიზნეს საქმიანობის ადგილზე.
    ** კანდიდატები კონკრეტული კომპანიების ბუღალტერიასთან ერთად ასევე ჩაერთვებიან პროფესიული გადამზადების პროგრამებში (სალექციო კურსი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, RS.GE, MS Office, საოფისე და ბუღალტრული პროგრამები).

    სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება კადრის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

    დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@fmcgeorgia.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

    გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - "სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე".

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    19 ოქტ - 19 ნოე
    19 ოქტ - 19 ნოე
    პოპულალური კომპანიები