საინფორმაციო ოფიცერი

კომპანია: კრისტალი
  • თარიღები: 13 ოქტ - 27 ოქტ
  • მდებარეობა:
  • ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცერის პოზიციაზე.

    სამუშაო განაკვეთი: სრული
    სამუშაო ადგილი: თბილისი (გლდანი)

    "კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

    "კრისტალი" გთავაზობთ:

    ** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
    ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
    ** ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
    ** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
    ** პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
    ** კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;
    ** საოფისე საქმიანობაში დახმარება;

    საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

    ** მიზანდასახული და ენერგიული;
    ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
    ** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
    ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე;

    ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

    დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

    მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

    პოპულალური კომპანიები