მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: Nata.Javakhishvili@aversi.ge
  • თარიღები: 13 ოქტ - 20 ოქტ
  • მდებარეობა:
  • შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** მონაწილეობის მიღება კომუნიკაციისა და მარკეტინგული სტრატეგიის/გეგმის შემუშავებაში;
    ** მარკეტინგული კვლევითი პროექტების ინიცირება და მართვა, მომხმარებლის მოთხოვნილების განსაზღვრის (მომსახურების ხარისხი, საფასო პოლიტიკა, პროდუქტები), საუკეთესო კომუნიკაციისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
    ** სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევების გაცნობა-ანალიზი;
    ** პოტენციური მომხმარებლების ჯგუფების განსაზღვრა და კატეგორიზაცია;
    ** ფარმაცევტული ბაზრის განვითარების ტენდენციისა და სხვა სააფთიაქო ქსელების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი;
    ** ბაზრის მოთხოვნილებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა;
    ** ბაზარზე არსებული დაგროვებისა და ფასდაკლების ბარათების პირობების ანალიზი;
    ** ბაზარზე არსებული ქსელების აქტივობების ანალიზი და რელევანტური ღონისძიებების განხორციელება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
    ** ბრენდის იმიჯის განსაზღვრა და შესაბამისი კომპონენტების გამოკვეთა-გააქტიურება;
    ** მომხმარებლების მოთხოვნილების (მათ შორის მომსახურების ხარისხთან მიმართებით) დაკმაყოფილების გზების განსაზღვრა და კმაყოფილების კოეფიციენტის ზრდა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
    ** მომსახურების ხარისხის სისტემის სრულყოფისა და გაუმჯობესებისათვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
    ** გაყიდვების და საიმიჯო სტიმულაციის განმსაზღვრელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
    ** ფასდაკლების აქციების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი:
    ** ლოიალური პროგრამის აქტიურ ფაზაში მოყვანა და მომხმარებლის დამატებით მოტივაციაზე ზრუნვა;
    ** ლოიალურ ბარათთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მისი ჩართვა მარკეტინგულ აქციებში;
    ** ჩატარებული ღონისძიებების, აქციების ეფექტურობის ანალიზი, შეფასება;
    ** შეთავაზებისა და გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
    ** შეთავაზების სტანდარტის შემუშავება;
    ** გაყიდვების სტანდარტის შემუშავება და მუდმივი განახლება.
    ** ავერსი-რაციონალის მედიკამენტების შეთავაზების მოკლე მარკეტინგული ფრაზების შემუშავება;
    ** რეკლამის ალტერნატიული არხების მოძიება და განხორციელება.
    ** სარეკლამო მასალის დიზაინის შერჩევა, შინაარსის დამუშავება და დამტკიცება დადგენილი წესის შესაბამისად;
    ** სარეკლამო მასალის ბეჭდვისა და გავრცელების ორგანიზება.
    ** ურთიერთ თანამშრომლობა სხვადასხვა კრეატიულ ჯგუფებთან თუ სააგენტოებთან;
    ** არამედიკამენტების მიმართულების აქტიური მარკეტინგული პოზიციონირება ქსელში და შესაბამისი მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება.
    ** აფთიაქის გამგეების სამუშაო ჯგუფთან აქტუალურ საკითხებზე მუშაობა, განხილვა, ანალიზი, წინადადებების წარმოდგენა;
    ** სოციოლოგიური კვლევების დაგეგმვა და ორგანიზება;
    ** მომხმარებლებისგან ინფორმაციის მოპოვება შეთავაზებული პროდუქციის ხარისხის, რეკლამაციებისა და წინადადებების შესახებ;
    ** მომხმარებლების პრეტენზიების, რეკლამაციების მიზეზების ანალიზი;

    აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგის მიმართულება;
    ** მარკეტინგის სპეციალისტის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;
    ** ინგლისური ენის ცოდნა ჩ1 დონეზე;
    ** ბრწყინვალე ანალიტიკური უნარი;
    ** ბრწყინვალე პრიორიტეტების განსაზღვრის, ორგანიზებისა და პროექტის მართვის უნარები;
    ** ბრწყინვალე წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
    ** ბრწყინვალე მოლაპარაკებების უნარი;

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: Nata.Javakhishvili@aversi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება),

    განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.10.2020 წ.

    შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

    პოპულალური კომპანიები