იურისტი

კომპანია: ტელეკომპანია
  • თარიღები: 13 ოქტ - 13 ნოე
  • მდებარეობა:
  • ტელეკომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** ხელშეკრულების შედგენა;
    ** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
    ** დოკუმენტაციის დახარისხება;
    ** კომპანიაში შემოსული დოკუმენტბრუნვის წარმოება;
    ** იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
    ** სამომავლო ან არსებული სამართლებრივი რისკების გამოვლენა და რეაგირება;
    ** იურიდიული სამსახურის უფროსის დავალებით წარმომადგენლობა სასამართლოში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში;
    ** სხვა ფუნქცია მოვალეობების შესრულება, უშუალოდ სამსახურის უფროსის დავალებით რაც გამომდინარეობს პოზიციიდან.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომი (კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
    ** ინგლისურის და რუსულის ცოდნა;
    ** საოფისე პროგრამების გამართული ცოდნა;
    ** ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა;
    ** სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის გამოცდილება.
    ** "მაუწყებლობის შესახებ" კანონის, "რეკლამის შესახებ" კანონის, საარჩევნო კოდექსის, "შრომის კოდექსის", სამოქალაქო ადმინისტრაციული/საპროცესო და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტების ცოდნა.
    ** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
    ** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო განხრით.

    პიროვნული მახასიათებლები:

    ** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
    ** შრომისმოყვარე;
    ** ეფექტური (სწრაფი);
    ** გუნდურად მუშაობის უნარის მქონე;
    ** პუნქტუალური;
    ** ორგანიზებული.

    სამუშაო პირობები:

    ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
    ** სამუშაო საათები: 11:00-19:00 ან 11:00-20:00 საათი
    ** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

    შერჩევის ეტაპები:

    ** რეზიუმეების გადარჩევა;
    ** ინდივიდუალური გასაუბრება.
    ** წერილობითი დავალება.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან (3x4) ერთად, შემდეგ მისამართზე: georgia.legalhub@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "იურისტი" და ასევე მიუთითეთ სასურველი ანაზღაურება.

    პოპულალური კომპანიები