პროდუქციის მენეჯერი

  • თარიღები: 16 ოქტ - 30 ოქტ
  • მდებარეობა:
  • ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

    აუცილებელი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი სამედიცინო განათლება
    ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ფლობა
    ** პროდუქციის მენეჯერად, მარკეტინგის მენეჯერად ან FF (ველის) მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
    ** ინგლისური და რუსული ენის ფლობა - სასაუბრო, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის საჭირო დონეზე

    სამუშაოს აღწერილობა:

    ** კონკურენტული ბაზრის კვლევა/ ანალიზი,
    ** ბრენდის სტრატეგიების შექმნა, ბრენდის მართვა
    ** პროდუქტის დეტალური და ამომწურავი შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება და კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა
    ** ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში
    ** საპრომოციო მასალების მომზადება
    ** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდები, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
    ** წარმომადგენლების, ფარმაცევტების, ექიმების ტრენინგი
    ** ტესტირებების მომზადება, ჩატარება და კვალიფიკაციის უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა
    ** ბაზრის მარკეტინგული კვლევებისა და პოსტმარკეტინგული კვლევების დადიზაინება, ჩატარება და მონიტორინგი
    ** საპრომოციო და მარკეტინგული აქტივობების, ღონისძიებების დამუშავება და დანერგვა

    პიროვნული უნარ-ჩვევები:

    ** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები საქმის მიმართ, კრეატიული აზროვნება და პრობლემების გლობალური ხედვის უნარი
    ** სტრატეგიული დაგეგმვის, სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სამუშაო პროცესის მიმართ
    ** დროის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე
    ** გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარ ჩვევები
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
    ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
    ** სტრესულ სიტუაციაში ადაპტირებისა და მათი მართვის უნარი
    ** სწრაფი ანალიტიკური აზროვნება

    სამუშაო პირობები:

    ** გამოსაცდელი ვადა 3 თვე
    ** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
    ** საგამოცდო პერიოდის შემდეგ, ანაზღაურება მზარდი, ფიქსირებული ხელფასი + პრემია რომელიც განისაზღვრება ყოველთვიური და კვარტლური გეგმების შესრულებისას
    ** სატრანსპორტო ხარჯისა და სატელეფონო ხარჯის ანაზღაურება
    ** სამუშაო განაკვეთი სრული 9:00 -18:00 მდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
    ** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე keti.kakabadze@gmail.com არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.

    პოპულალური კომპანიები