ჟურნალისტი / ბლოგერი

კომპანია: ნავიგატორი
  • თარიღები: 16 ოქტ - 16 ნოე
  • მდებარეობა:
  • საგამომცემლო სახლი "ნავიგატორიhttp://www.navigator.ge ეძებს ჟურნალისტს/ბლოგერს ტექნოლოგიების და სტარტაპების მიმართულებით სიახლეების მოსაძიებლად, დასამუშავებლად და გამოქვეყნებისთვის.

    კანდიდატს დაევალება:

    საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების და სტარტაპ მიმართულებით მიმდინარე სიახლეების მოძიება, დამუშავება და "ნავიგატორის" ელექტრონულ პორტალზე http://www.navigator.ge გამოქვეყნება.

    ტექნოლოგიური კომპანიების და სტარტაპების ხელმძღვანელებთან ინტერვიუების ჩაწერა და გამოქვეყნება. მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციების ანალიზი, დამუშავება და ინფორმაციის გამოქვეყნება. საინფორმაციო ტექნოლოგიების და სტარტაპების მიმართულებით ანალიტიკური სამუშაოს წარმოება.

    მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

    ** ჟურნალისტიკის ან ბლოგინგის მიმართულებით გამოცდილება.
    ** ექსკლუზიური მასალის მოპოვების სურვილი და გამოცდილება
    ** ქართულის მაღალ დონეზე ფლობა.
    ** ინგლისური ენის ფლობა.
    ** ახალი ტექნოლოგიების და სტარტაპების მიმართულებით ინტერესი.
    ** კომუნიკაბელურობა და განვითარებული ემოციური ინტელექტი.
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
    ** მულტიფუნქციურობის შესაძლებლობა.
    ** კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება.

    ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

    ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით.
    ** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + პრემიალურები, მასალის მაღალი რეიტინგის შემთხვევაში.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    რეზიუმეები და სამოტივაციო წერილი, ასევე აქამდე გამოქვეყნებული სტატიების ან ნიუსების რამოდენიმე მაგალითი გთხოვთ გამოაგზავნოთ მისამართზე ikashibadze@futurelab.ge

    დამატებითი პირობები:

    ასევე გთხოვთ, მეილზე გამოაგზავნოთ გამოქვეყნებული სტატიების ლინკები.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    19 ოქტ - 19 ნოე
    19 ოქტ - 19 ნოე
    პოპულალური კომპანიები