ვებ დეველოპერი

ნოვა
კომპანია: ნოვა
  • თარიღები: 16 ოქტ - 16 ნოე
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური ან რუსული
  • სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge http://www.avzi.ge | http://www.ingco.ge) აცხადებს ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** ვებგვერდის საძიებო სისტემებთან ადაპტაცია;
    ** პროგრამასთან ინტეგრირება და ყიდვის პროცესის გამარტივება;
    ** ონლაინ განვადების ინტეგრირება;
    ** მობილური ვერსიის ოპტიმიზაცია;
    ** სხვადასხვა სერვერებიდან და მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების ინტეგრაცია;
    ** პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიაგნოსტიკური მხარდაჭერა და დეფექტების აღმოფხვრა;
    ** სხვადასხვა პროექტებზე/ამოცანებზე მუშაობა, ამოცანების პრიორიტიზაცია და ორგანიზება შრომის ნაყოფიერების მაქსიმალურად ზრდის და სამუშაოს მაღალხარისხიანად და დროულად შესრულების მიზნით;
    ** მონაცემთა ეფექტიანი ანალიზის ინსტრუმენტების არსებობა, მათ შორის ინტერნეტ პორტალის ყველაზე ხშირად მონახულებული ფუნქციები და მცირე ვირტუალური გვერდები;
    ** პროგრამირების ახალი მიდგომების მუდმივი ძიება და არსებულ სისტემებში მათი გამოყენება;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
    ** MS SQL მაღალ დონეზე ცოდნა;
    ** Design pattern-ის ცოდნა;
    ** Web პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა (HTML, CSS, jаvascript, XML);
    ** HTML markup-ის აწყობის გამოცდილება;
    ** PHP და Laravel საბაზისო ცოდნა;
    ** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2-დონე);

    სხვა მოთხოვნები:

    ** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
    ** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

    ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
    სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ვებ დეველოპერი".

    დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

    პოპულალური კომპანიები