სახელშეკრებულობო ურთიერთობათა იურისტი

კრედო ბანკი
კომპანია: კრედო ბანკი
  • თარიღები: 16 ოქტ - 25 ოქტ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.
    თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. შერჩეულ თანამშრომელს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

    გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს სახელშეკრულებო ურთიერთობათა იურისტის პოზიციაზე თბილისში, სათაო ოფისში.

    პოზიციის მიზანი:
    სახელშეკრულებო ურთიერთობათა იურისტის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს, ორგანიზაციის სამართლებრივად დაცვა, რაც გამოიხატება ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ საქმიანობის სამართლებრივად სწორად განხორციელებაში და ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში: კომპანიის მიერ მის კონტრაგენტებთან (პარტნიორებთან), მეორე მხარესთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტის მომზადება, პროექტის მომზადებისთვის საჭირო და აუცილებელ შემთხვევაში მოლაპარაკების წარმოება.

    სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

    სამუშაო აღწერილობა:

    ** ხელშეკრულებათა მომზადების შესახებ ელექტრონული ფოსტით წერილის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად გადაგზავნა შესაბამის პირებთან, ხელშეკრულებების მომზადების პოლიტიკის მიხედვით;
    ** კომპანიის განვითარებისა და საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად, ინიციატივებისა და იდეების სისტემატურად წარმოდგენა, ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
    ** კომპანიის განვითარებისა და საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად, ინიციატივებისა და იდეების სისტემატურად წარმოდგენა.
    ** საქართველოს კანონმდებლობაში მისი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილების შესახებ, კომპანიის დროული და სისტემატური ინფორმირება;
    ** მესამე პირებთან ორგანიზაციის ინტერესების დაცვა;
    ** ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა (მხოლოდ იურიდიული თვალსაზრისით) და მათი აღმოფხვრა;
    ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
    ** უმაღლესი იურიდიული განათლება;
    ** იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
    ** სასურველია სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრობა ან იურისტის გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა;
    ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

    უნარები:

    ** ძლიერ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
    ** სისწრაფე, მოქნილობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
    ** დავალებების პრიორიტიზაციის უნარი;
    ** კარგი ზეპირი და წერითი საკომუნიკაციო უნარი;
    ** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის ძლიერი გრძნობა.

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge; წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "სახელშეკრულებო ურთიერთობათა იურისტი"

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    19 ოქტ - 19 ნოე
    19 ოქტ - 19 ნოე
    პოპულალური კომპანიები