გაყიდვების მენეჯერი

პროექტი უდაბნო
  • თარიღები: 17 ოქტ - 17 ნოე
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • პროექტი "უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

    დეპარტამენტი: გაყიდვები
    ანგარიშვალდებულია: დირექტორის წინაშე.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** შეადგინოს გაყიდვების სტრატეგიული გეგმა;
    ** შეძლოს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლებისა და გაყიდვების მიზნების მიღწევა და მოგების მაქსიმიზაცია;
    ** მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის წლიური საოპერაციო ბიუჯეტის შედგენაში, პროექტის ფინანსური და ბიზნეს გეგმების შემუშავებაში;
    ** ყოველთვიურად შეადგინოს რეპორტი და გაყიდვების პროგნოზი არსებული/პოტენციური ბაზრისა და გაყიდვების ანალიზისათვის;
    ** შემოსავლებისა და საბაზრო წილის გასაზრდელად გაუწიოს ორგანიზება სხვადასხვა აქტივობას;
    ** შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა კორპორატიულ ორგანიზაციებთან;
    ** შეიმუშაოს და გამართოს დოკუმენტაციის შენახვის სისტემა;
    ** ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დროულად მოახდინოს რეაგირება და საჭირო ინფორმაცია გადასცეს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლებს;
    ** ჩაატაროს საბაზრო ტენდენციების კვლევა გაყიდვების ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად და შეაფასოს მომხმარებლების საჭიროებები;
    ** მოიძიოს გაყიდვების ახალი არხები და დაამყაროს ურთიერთობა პოტენციურ მყიდველებთან;
    ** შეიმუშაოს ეფექტური და მოქნილი ფასწარმოქმნის მექანიზმი შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად;
    ** შეაფასოს და მართოს არსებული და მოსალოდნელი რისკები;
    ** უზრუნველყოს მუდმივი კომუნიკაცია პოტენციურ ან/და არსებულ კომპანიებთან შემოსავლების მაქსიმიზაციის მიზნით;

    მოთხოვნები:

    ** განათლება შესაბამისი მიმართულებით;
    ** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში გაყიდვების მიმართულების ჩაითვლება უპირატესად;
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
    ** დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
    ** ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
    ** გამოცდილება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
    ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
    ** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    ** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

    დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com.

    პოპულალური კომპანიები