პროექტის მენეჯერი

  • თარიღები: 16 ნოე - 20 ნოე
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • საინვესტიციო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** პროქტის ზედამხედველობა;
    ** მოლაპარაკებების წარმოება;
    ** არსებული დაქვემდებარებულების მართვა და დავალებების მიცემა (კადრების შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში დათხოვნა);
    ** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
    ** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
    ** პროექტის ყველა ასპექტის მართვა;
    ** მონიტორინგი ეფექტური ნაკადის პროექტის პროცესებში;
    ** პროექტის ბიუჯეტში ლიმიტების კონტროლი შესაბამისად მიღებულ მოთხოვნასთან;
    ** საქმიანობის დეტალური და ფინანსური ანგარიშის მომზადება და კონტროლი
    ** სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; ყოველდღიური მეთვალყურეობა, პერსონალის ზედამხედველობა;
    ** პროექტში დაინტერესებულ პირებთან, კონტრაგენტებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
    ** სამუშაოების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
    ** საქმიანობის ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
    ** დოკუმენტაციის მართვა, მონიტორინგი და ინტერპრეტაცია;
    ** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
    ** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
    ** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, გაყიდვების კონტროლი, საფასო პოლიტიკის ფლობა და საჭიროებისამებრ მოლაპარაკებების წარმოება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ტექნიკურ ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
    ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
    ** პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება: ხარჯთაღრიცხვა, ბუღალტრული დოკუმენტაცია, გაყიდვების მიმართულებით ჩართულობა, იურიდიულ კონტრაქტებთან მუშაობა, შესყიდვები, ფასების რეგულაცია;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა;
    ** უცხო ენების ცოდნა: ქართული; ინგლისური; რუსული (სასურველი).

    პიროვნული თვისებები:

    ** მართვის უნარი
    ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
    ** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
    ** მათემატიკური უნარები
    ** მოტივირებული წინსვლაზე და განვითარებაზე
    ** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gvgholding.ge 20 ნოემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვაგვარად თქვენი განაცხადის განხილვა ვერ მოხდება.

    მადლობა დაინტერესებისათვის!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები