ინჟინერი

კომპანია: კომპანია
  • თარიღები: 16 ნოე - 16 დეკ
  • მდებარეობა:
  • კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
    ** მიმდინარე და შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
    ** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე ჩასატარებელი ამა თუ იმ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის მოძიება, კვალიფიციურ მუშა-მოსამსახურეთა მობილიზება და ობიექტზე მიყვანა;
    ** საჭირო ადამიანური რესურსის მობილიზება და მართვა.
    ** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
    ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა № 2-ის/ფორმა № 3-ის შედგენა;
    ** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი;
    ** სამშენებლო-სარემონტო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
    ** პროექტის მენეჯერის, ინჟინერის, არქიტექტორის, კონსტრუქტორის, დავალებების შესრულება და პროექტთა შესაბამისობაში მოყვანა.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება (სამშენებლო-საინჟინრო ან არქიტექტურის მიმართულებით).
    ** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
    ** არქიტექტურული კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვა.
    ** სამშენებლო მასალების და მათი მოხმარების წესების ცოდნა.
    ** სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
    ** არხიკადი ან აუტოკადის პროგრამების ცოდნა.

    პიროვნული თვისებები:

    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
    ** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.
    ** გუნდური მუშაობის უნარი.

    დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: info@jbauditi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

    პოპულალური კომპანიები