მკვლევარი

McCANN Tbilisi
კომპანია: McCANN Tbilisi
  • თარიღები: 17 ნოე - 17 დეკ
  • მდებარეობა:
  • საერთაშორისო კომპანია "McCANN Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას მკვლევარის პოზიციაზე.

    ადგილმდებარეობა: თბილისი
    სფერო: მარკეტინგი და რეკლამა

    მოვალეობები:

    ** მომხმარებლების, კონკურენტების, პროდუქტის, ბაზრის კვლევა და ანალიზი; შესაბამის გრაფებსა და ინფოგრაფიკაში აწყობა და წარმოდგენა
    ** სტატისტიკური მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ანგარიშგების შესრულება
    ** რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების ორგანიზება/ჩატარება
    ** პროგრამების ეფექტიანობის დეტექტორების დადგენა, მონიტორინგი და ანგარიშგება
    ** ბიზნესის და პროექტის განვითარებისთვის საჭირო კვლევების დიზაინი და წარმოება
    ** GAP-ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში განპირობებათა კომპონენტის ფორმულირება
    ** კონცეპტუალურ მოდელებზე დაყრდნობით/შესაბამისი მეთოდოლოგიით პროექტის განვითარებისთვის საჭირო რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი კვლევის პროექტირება და იმპლემენტაცია
    ** მონაცემთა მართვა და ინტერპრეტაცია
    ** ტრენდების დადგენა და ბაზარზე არსებული ცარიელი სივრცის დეტექცია
    ** კომპანიისა და პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მომიჯნავე აქტივობების წარმოებაში მონაწილეობა
    ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება სამუშაო აღწერილობის ფარგლებში

    კვალიფიკაცია:

    ** განათლება: უმაღლესი სოციალურ მეცნიერებებში
    ** წერითი და ანალიტიკური უნარები
    ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
    ** 3-5 წლამდე გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე

    განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად

    განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17 დეკემბერი, 2020.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები