ანდროიდ დეველოპერი

  • თარიღები: 17 ნოე - 05 დეკ
  • მდებარეობა:
  • სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

    სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსია: ანდროიდ დეველოპერის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი;
    განაკვეთი: სრული;

    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

    ** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
    ** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
    ** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** დიზაინის და mockup ფაილების მიხედვით მაღალი ხარისხის კოდის დაწერა;
    ** Java-ზე მაღალი ხარისხის კოდის შექმნა, მხარდაჭერა და განვითარება;
    ** მაღალი ზარმადობის აპლიკაციების შექმნა;
    ** არსებულ აპლიკაციაში სისუსტეების გამოვლენა და ხარვეზების გამოსწორება;
    ** კოდის ხარისხის კონტროლი;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** Android SDK-ს სხვადასხვა ვერსიის საფუძვლიანი ცოდნა, ეკრანის სხვადასხვა ზომებთან მუშაობის გამოცდილება;
    ** Android აპლიკაციის დაკავშირება RESTful API სერვისებთან;
    ** Android UI-ს პრინციპების და მიდგომების საფუძვლიანი ცოდნა;
    ** გამოცდილება offline storage-თან, threading-თან და წარმადობის ოპტიმიზაციასთან;
    ** Android ეკოსისტემისთვის open-source ბიბლიოთეკების გამოყენების გამოცდილება;
    ** ბიზნეს მოთხოვნების გააზრება და მათი გადატანა ტექნიკურ მოთხოვნებში;
    ** Cloud message API-ს და push notifications მუშაობის გამოცდილება;
    ** Google-ის Android აპლიკაციების დიზაინის პრინციპების და მითითებების ცოდნა;
    ** კოდის ვერსიების კონტროლის tool-ებთან მუშაობის გამოცდილება - Git, AWS CodeCommit;
    ** Continuous integration-თან მუშაობის გამოცდილება;

    პიროვნული თვისებები:

    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

    ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.

    გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ანდროიდ დეველოპერი"

    სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

    თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

    ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
    ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

    გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

    ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

    იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

    სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

    პოპულალური კომპანიები