იურისტი

სმარტ რითეილი
კომპანია: სმარტ რითეილი
  • თარიღები: 17 ნოე - 01 დეკ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • სს "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების (მომსახურების, შესყიდვების, ტრანსპორტირების, მარკეტინგის, ინკასაციის და ა.შ.) მომზადება/გაფორმება;
    ** საქმის მომზადება და წარმომადგენლობა სასამართლოში/აღსრულებაში;
    ** იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება საჯარო რეესტრში;
    ** სხვადასხვა მნიშვნელოვანი კორესპონდენციის (წერილების, მინდობილობების, განცხადებების) მომზადება;
    ** უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება საჯარო რეესტრში;
    ** გარე აუდიტორების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
    ** კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება;
    ** ახალი კომპანიების დაფუძნება;
    ** აქციონერთა კრების ან/და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება (გამოცხადება, ოქმების დამოწმება).
    ** ბანკებთან უზრუნველყოფების და საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმება;
    ** ​ნოტარიუსებთან ურთიერთობა სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის დამოწმების მიზნით;
    ** სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება/გაფორმება;
    ** ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით);
    ** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
    ** სასურველია ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სპეციალიზაციით;
    ** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
    ** სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
    ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge

    წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

    განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 1 დეკემბერი

    მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

    თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები