ბუკმეიკერი

კომპანია: კროკობეთი
  • თარიღები: 18 ნოე - 18 დეკ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • კომპანია "კროკობეთი" (crocobet.com) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზარტული თამაშების სფეროში.

    ჩვენი გუნდი განაგრძობს ზრდას და აცხადებს ვაკანსიას ბუკმეიკერის პოზიციაზე.

    მოვალეობები:

    ** არსებული და ახალი მომხმარებლების ანალიზი და რისკების განსაზღვრა მათ მიმართ;
    ** კოეფიციენტების დაწერა-კორექტირება არსებულ და მომავალ ღონისძიებებზე;
    ** მომხმარებლების მიერ დაწერილი ბილეთების გადახდა (ღონისძიებების შედეგების შეყვანა);
    ** არსებულ ბაზაში გუნდებისა და მოთამაშეების სახელების თარგმნა/კორექტირება.

    მოთხოვნები:

    ** კანდიდატი უნდა ერკვეოდეს სპორტში;
    ** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია მათემატიკური);
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა;
    ** ანალიტიკური უნარები;
    ** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** პუნქტუალურობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
    ** სწრაფი ათვისების უნარი.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** კონკურენტულ ანაზღაურებას
    ** კვებას
    ** კორპორატიულ დაზღვევას.

    დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@crocobet.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

    თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები