მარკეტინგის სპეციალისტი

  • თარიღები: 18 ნოე - 25 ნოე
  • მდებარეობა:
  • "ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და ყოველწლიური, კვარტალური და ყოველთვიური ტაქტიკური გეგმისა და ბიუჯეტირების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
    ** ​გეგმარებისა და ბიუჯეტირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, რეპორტების მომზადება;
    ** მარკეტინგულ პროექტებსა და კამპანიებში მონაწილეობის მიღება/ინიცირება;
    ** კომპანიის ვებ-გვერდის მართვა, მის განახლებაზე ზრუნვა;
    ** მარკეტინგულ საკითხებთან დაკავშირებული საჭირო მომწოდებლების მოძიება, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა;
    ** ქსელის მასშტაბით მარკეტინგთან დაკავშირებული მასალების განლაგება/წარმოჩენაზე ზედამხედველობა, პერიოდული მონიტორინგის წარმოება;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
    ** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
    ** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

    განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ნოემბერი, 2020 წ.

    დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/marketingis-specialisti/334

    "ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

    მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

    დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

    გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

    პოპულალური კომპანიები