ექსპორტის მენეჯერი

OkiPost
კომპანია: OkiPost
  • თარიღები: 19 ნოე - 25 დეკ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • ამანათების გადამზიდი საერთაშორისო კომპანია - "OkiPost" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

    მოვალეოებები:

    ** მომხმარებელთან კომუნიკაცია - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
    ** მომხმარებლისგან საზღვარგარეთ გასაგზავნი ამანათის/დოკუმენტის რეგისტრირება და ექსპორტთან დაკავშირებული ტექნიკური მოქმედებების განხორციელება;
    ** დოკუმენტების ელექტრონულად უზრუნველყოფა;
    ** დასახელებული პოზიციის მიზნებთან და საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა ფუნქცია-ამოცანების შესრულება.

    მოთხოვნები:

    ** ენები: ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა სასაუბრო და წერილობით დონეზე;
    ** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის (Excel, word და ა.შ) უმაღლეს დონეზე ცოდნა.
    ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურსა და რუსულ ენებზე.

    უნარ-ჩვევები:

    ** ორგანიზებულობა;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა;
    ** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
    ** გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** ემოციური ინტელექტის უნარი;

    დამატებითი მოთხოვნა: მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. აგრეთვე, სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

    სამუშაოს ტიპი: სამუშაო დღეები - სრული განაკვეთი 10:00-დან 19:00-მდე და შაბათი 10:00-დან 16:00 საათამდე.
    ხელფასი: ხელზე ასაღები 800 ლარიდან (სახელფასო განაკვეთი გადაიხედება კანდიდტის კვალიფიკაციის მიხედვით)

    მისამართი: თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზირი N19 გ.

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV-ი (ფოტოსურათით) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@okipost.com
    გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ დასახელება - "ექსპორტის მენეჯერი - OkiPost".

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    პოპულალური კომპანიები