იურისტის ასისტენტი

  • თარიღები: 19 ნოე - 24 ნოე
  • მდებარეობა:
  • სადისტრიბუციო კომპანია, შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

    შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.diplomatholding.com.ge

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი იურიდიული განათლება;
    ** სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
    ** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
    ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
    ** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
    ** უპირატესობა მიენიჭება რუსულენოვან კადრს;

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
    ** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
    ** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
    ** სასამართლო პრაქტიკის მოძიება;
    ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

    აუცილებელი უნარები:

    ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    ** პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
    ** პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
    ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით 3X4-ზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებებს!

    Deadline: 24.11.2020

    პოპულალური კომპანიები