ფარმაცევტი

კომპანია: ნეოფარმი+
  • თარიღები: 19 ნოე - 19 დეკ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • შპს "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

    "ნეოფარმი"-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

    სამუშაო ადგილი: თბილისი
    სამუშაო განრიგი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** მომხმარებელთა სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება; მათთვის კონსულტაციის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
    ** მომხმარებელისთვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
    ** პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);
    ** პროდუქციის ნაშთების კონტროლსა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება(განიხილებიან სტუდენტებიც);
    ** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
    ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

    პიროვნული მახასიათებლები:

    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
    ** ორგანიზებულობა;
    ** დეტალებზე ორიენტაცია;
    ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
    ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
    ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

    დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

    დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 54 50 97 ან +995 574 25 25 62

    "ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!

    პოპულალური კომპანიები