ოფისის მენეჯერი

კომპანია: Lion Trans
  • თარიღები: 20 ნოე - 20 დეკ
  • მდებარეობა:
  • ენები: ოფისის მენეჯერი, ofisis menejeris vakansiebi, administraviuli vakansiebi,
  • "Lion Trans"- საერთაშორისო ლოჯისტუკური კომპანიაა, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ამიერკავკასიის ბაზარზე.

    Site: http://lion-trans.com
    Fb: https://www.facebook.com/LionTransGeorgia

    "Lion Trans" ეძებს კადრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

    სამუშაო აღწერილობა:

    ** დოკუმენტაციის მართვის, მათი კლასიფიკაციის მექანიზმის შემუშავება
    ** პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტების წარმოება
    ** საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი
    ** თანამშრომელთათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
    ** ტელეფონის ზარებზე და შემოსულ ელფოსტაზე პასუხი, დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
    ** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ადრესატამდე მიცილება
    ** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება
    ** სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა
    ** ოფისის საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა
    ** ოფისის მომმარაგებლების, მომსახურების გამწევი კომპანიების/პირების ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება
    ** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა
    ** კომპანიის თანამშრომლების სხვა დავალებების შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება
    ** უმაღლესი განათლება
    ** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
    ** სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასუბრო დონეზე ცოდნა.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@lion-trans.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები