საინფორმაციო ოფიცერი

კომპანია: კრისტალი
  • თარიღები: 20 ნოე - 30 ნოე
  • მდებარეობა:
  • ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცრის თანამდებობაზე.

    სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის ფილიალი (ვარკეთილი)
    სამუშაო განაკვეთი: სრული

    "კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს.

    "კრისტალი" გთავაზობთ:

    ** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
    ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
    ** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
    ** ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
    ** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
    ** პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
    ** მომხმარებელთა ბუკლეტებითა ან/და სარეკლამო მასალებით, ან/და აქციების/კამპანიების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფა;
    ** სწრაფი გადახდის აპარატზე ოპერაციების განხორციელებაში მომხმარებლების დახმარება, ნაღდი ფულის დახურდავება განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;
    ** ფოიეში წესრიგის უზრუნველყოფა.

    საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - სასურველია;
    ** ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია - სავალდებულო;
    ** მიზანდასახული და ენერგიული;
    ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
    ** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
    ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე.

    დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

    დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
      

    პოპულალური კომპანიები