საკრედიტო ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" (ლომბარდი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.
მისამართი: ქალაქი თბილისი, ხიზანიშვილის 30.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან გასაუბრება და მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება;
** მომხმარებლისთვის სალომბარდე პროცედურებისა და სესხის პირობების გაცნობა;
** უზრუნველყოფის ნივთის შეფასება;
** სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** სესხთან დაკავშირებული ფულადი ტრანზაქციების განხორციელება.
** მომხმარებელთა ხარისხიანი, ზუსტი, თავაზიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.
სამუშაო გამოცდილება:
აპლიკანტს არ მოეთხოვება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენი ტრენერები და გამოცდილი თანამშრომლები სტაჟირებისას შეასწავლიან სრულად ყველაფერს, რათა მან შეძლოს ამ პოზიციაზე დაუბრკოლებლად მუშაობა.
მოთხოვნები:
** ასაკობრივი ზღვარი: 20-დან 40 წლამდე;
** ქართული ენის გამართული ცოდნა. სასურველია რუსული და ინგლისური სასაუბრო დონეზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** მონდომება/მოტივაცია;
** პატივისცემა საქმისადმი და კოლეგებისადმი.
დამატებითი უნარები:
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ათვისების კარგი უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორ დღეში ან სამ დღეში ერთხელ, შესაბამისად თვეში არის 15 ან 10 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ხელფასი ანგარიშდება თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეების მიხედვით.
პირველი ერთი თვე შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.
ტრენინგის შემდეგ, შტატში ჩასმიდან ერთი თვის განმავლობაში ხელფასი დღე-ღამეში დაანგარიშდება 40 ლარი, ხოლო მომდევნო თვიდან 50 ლარი.
ფიქსირებული ხელფასის გარდა ასევე მოქმედებს დამატებით ბონუსური სისტემაც.
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: swiftcredit.hr@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში.