მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი

კომპანია: სვიფტ კრედიტი
  • თარიღები: 19 დეკ - 19 იან
  • მდებარეობა:
  • საკრედიტო ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" (ლომბარდი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

    მისამართი: ქალაქი თბილისი, ხიზანიშვილის 30.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** მომხმარებელთან გასაუბრება და მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება;
    ** მომხმარებლისთვის სალომბარდე პროცედურებისა და სესხის პირობების გაცნობა;
    ** უზრუნველყოფის ნივთის შეფასება;
    ** სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
    ** სესხთან დაკავშირებული ფულადი ტრანზაქციების განხორციელება.
    ** მომხმარებელთა ხარისხიანი, ზუსტი, თავაზიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.

    სამუშაო გამოცდილება:

    აპლიკანტს არ მოეთხოვება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენი ტრენერები და გამოცდილი თანამშრომლები სტაჟირებისას შეასწავლიან სრულად ყველაფერს, რათა მან შეძლოს ამ პოზიციაზე დაუბრკოლებლად მუშაობა.

    მოთხოვნები:

    ** ასაკობრივი ზღვარი: 20-დან 40 წლამდე;
    ** ქართული ენის გამართული ცოდნა. სასურველია რუსული და ინგლისური სასაუბრო დონეზე;
    ** პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
    ** მონდომება/მოტივაცია;
    ** პატივისცემა საქმისადმი და კოლეგებისადმი.

    დამატებითი უნარები:

    ** პუნქტუალურობა;
    ** სტრესულ სიტუაციაში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
    ** ლოგიკური აზროვნების უნარი;
    ** ათვისების კარგი უნარი.

    სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორ დღეში ან სამ დღეში ერთხელ, შესაბამისად თვეში არის 15 ან 10 სამუშაო დღე.
    ანაზღაურება: ხელფასი ანგარიშდება თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეების მიხედვით.
    პირველი ერთი თვე შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.
    ტრენინგის შემდეგ, შტატში ჩასმიდან ერთი თვის განმავლობაში ხელფასი დღე-ღამეში დაანგარიშდება 40 ლარი, ხოლო მომდევნო თვიდან 50 ლარი.
    ფიქსირებული ხელფასის გარდა ასევე მოქმედებს დამატებით ბონუსური სისტემაც.

    მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: swiftcredit.hr@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები