კურიერი

კომპანია: იზივეი
  • თარიღები: 21 დეკ - 21 იან
  • მდებარეობა:
  • კომპანია "იზი ვეი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

    აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!

    სამუშაო ადგილი: თბილისი
    ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

    ძირითადი მოვალეობები:

    გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
    ** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
    ** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
    ** მართვის მოწმობა B კატეგორია;
    ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
    ** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი
    ** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

    უნარ-ჩვევები:

    ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
    ** სიახლის ათვისების უნარი;
    ** ყურადღება დეტალების მიმართ;
    ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
    ** გუნდური მუშაობა;
    ** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

    კანდიდატთა შერჩევა:

    კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

    ** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
    ** გასაუბრება;

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@easyway.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

    პოპულალური კომპანიები