პროდუქტების მენეჯერი

კომპანია: ოპპა
  • თარიღები: 22 დეკ - 22 იან
  • მდებარეობა:
  • სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

    შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

    სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მენეჯერის (Junior Product Owner) პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი.

    პოზიციის მიზანი:

    კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მართვა და საპორტის მენეჯმენტი.

    ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

    ** კომპანიის ელექტრონული პროდუქტების საიტის და აპლიკაციის მართვა და საპორტი;
    ** კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი;
    ** სხვადასხვა წყაროებიდან შემოსული ინფორმაციის დამუშავება ხარვეზების შესახებ და მოგვარების მენეჯმენტი;
    ** პროგრამისტებთან და სხვა შესაბამის პირებთან ურთიერთობა საიტის და აპლიკაციის სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად;
    ** პროდუქტების განვითარებაში მუდმივი ჩართულობა;
    ** მინი აიტი პროექტების მართვა;
    ** საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მუშაობა.

    სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან აიტის მიმართულებით;
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
    ** აიტი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
    ** ინგლისური ენის ცოდნა.

    უნარები:

    ** ორგანიზებული;
    ** დეტალებზე ორიენტირებული;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** მართვის უნარი;
    ** მოტივირებული.

    ჩვენ ვეძებთ:

    სიახლეების და კრეატივის მოყვარულ ადამიანს რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად შექმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
    ** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
    ** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

    დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებებს!

    გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები