კონსულტანტი

ზღაპარი
კომპანია: ზღაპარი
  • თარიღები: 22 დეკ - 22 იან
  • მდებარეობა:
  • მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ ფილიალებში:

    საბურთალო:

    ** ნუცუბიძის ქუჩა 198 (ახალი თოფურიას 12)
    ** ბურძგლას ქუჩა 65 (საირმის დასაწყისი)
    ** ჯიქია: მინდელის 12 (სოხუმის უნივერსიტეტთან)

    შეზღუდვებისას ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია

    სამუშაო პირობები:

    ** გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები - 08:00-16:00 და 16:00-24:00 (შეზღუდვების დროს სამუშაო საათები 09:00-20:00)
    ** დასვენების დღე: კვირაში ერთი ურთიერთშეთანხმებით.
    ** ანაზღაურება: 510 ლარი

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
    ** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
    ** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** ასაკი: 18 წლიდან
    ** გამოცდილება - არ მოეთხოვება
    ** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

    ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

    შერჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ გასაუბრებას.

    ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 იანვარი.

    გისურვებთ წარმატებას!

    პოპულალური კომპანიები