გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: მიდეა
  • თარიღები: 25 დეკ - 15 თებ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • "მიდეა" საერთაშორისო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ლიდერია საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების მიმართულებით.

    კომპანია ემტექნიკსი - ბრენდი "მიდეა"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

    გაყიდვების მენეჯერის ძირითადი როლია სხვადასხვა არხებით პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა. გაყიდვების მენეჯერის პასუხისმგებლობაა გაყიდვების გეგმის შესრულება.

    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

    ** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
    ** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
    ** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
    ** გექნებათ კონკურენტული ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

    მოვალეობები:

    ** არსებული კლიენტების შეკვეთების გაწერა და დებიტორული დავალიანების მონიტორინგი;
    ** სადილერო ქსელში და შოურუმში არსებული პროდუქციის ფასების, ნაშთის და პროდუქციის განლაგების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტის წარდგენა სადილერო გაყიდვების უშუალო ხელმძღვანელთან;
    ** არსებული და პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
    ** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენის მიზნით;
    ** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
    ** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
    ** ყველა სააქციო საკითხზე გაყიდვების დეპარტამენტთან და მარკეტინგთან თანამშრომლობა;

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
    ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა საჭიროა განსაკუთრებულად მაღალ დონეზე;
    ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

    საქმიანი თვისებები:

    ** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
    ** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    ** ინიციატივების წარდგენის უნარი;
    ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
    ** ანალიტიკური აზროვნება;
    ** კრიტიკული აზროვნება;
    ** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
    ** გუნდური მუშაობა;
    ** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნარი;
    ** დროის მართვის უნარი;

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10 დან 18 სთ მდე
    ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების მიხედვით

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@midea.ge 2021 წლის 15 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

    ** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
    ** გასაუბრება;
    ** ტესტირება;

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები