დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება;
** გაყიდული პროდუქციის გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა;
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა;
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
მოთხოვნები/უნარები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია პროგრამა 1C ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული.
ანაზღაურება: 800 ლარი (700 ლარი საგამოცდო ვადის პერიოდში 3 თვე)
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი (39 საათი კვირაში - 3 დღე 09:30 - 16:30/3 დღე 16:30 - 23.00 შესვენება 1 საათი)
ლოკაცია: თბილისი (ვაკე, სოლოლაკი, დიღომი)
დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge; განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2021.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.