მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: ჯითექსი
  • თარიღები: 09 იან - 25 იან
  • მდებარეობა:
  • კომპანია "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

    კომპანია "ჯითექსი" 14 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, English Home, Matalan.

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

    ** თითოეული ბრენდისთვის მარკეტინგული აქტივობების კალენდრის შედგენა/ შესრულების კონტროლი;
    ** ბრენდების უცხოელ წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია;
    ** მარკეტინგული პროექტების ჭრილში აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
    ** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
    ** მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება;
    ** მარკეტინგული კვლევების (მომხმარებლის, კონკურენტებისა და ბაზრის კვლევა) დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა;
    ** E-commerce მიმართულების სრულყოფილი დანერგვისა და ონლაინ გაყიდვების წახალისებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და კონტროლი;
    ** გაყიდვების ანალიზისთვის საჭირო ყოველდღიური მონაცემების მიღების კონტროლი და ანალიზი;
    ** პერიოდულად სავაჭრო ობიექტების შემოვლა არსებული სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
    ** სოციალურ ქსელებში, ვებ გვერდებსა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე ინფორმაციის განთავსების კოორდინირება;
    ** ბრენდებისა და მაღაზიების ჭრილში მარკეტინგული ხარჯების რეპორტის მომზადება.

    ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:

    ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
    ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
    ** უპირატესობად ჩაითვლება საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
    ** სასურველია სოციალური ქსელების და ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Word, Excel, Power Point );
    ** ინგლისური ენის ცოდნა;

    პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

    ** ყურადღებიანი და ორგანიზებული;
    ** ინიციატივიანი;
    ** განვითარებაზე ორიენტირებული;
    ** გუნდის საქმიანობის ეფექტურად კოორდინირების უნარი;
    ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
    ** კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
    ** აუცილებელია გამართული კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    ** მნიშვნელოვანია კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

    მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

    ** ერთმანეთის მხარდაჭერა;
    ** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
    ** სიახლეებისადმი ღიაობა;
    ** ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება;
    ** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა;
    ** მიღებული ცოდნის გუნდის წევრებისთვის გაზიარება.

    დეტალები ვაკანსიის შესახებ:

    ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00 სთ);
    ** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #90;
    ** ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით)

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 იანვრისა. ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

    წარმატებებს გისურვებთ!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    15 იან - 15 თებ
    15 იან - 15 თებ
    პოპულალური კომპანიები