ოპერატორი

  • თარიღები: 12 იან - 25 იან
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • სს "სილქ როუდ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ოპერატორის პოზიციაზე.

    პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:

    ** ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საოპერაციო მომსახურების გაწევა ბანკში არსებული მომსახურების წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით;
    ** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
    ** სხვა ქმედებები/ოპერაციები ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** განათლება - დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლებით. პრიორიტეტულია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე;
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
    ** ტექნიკური უნარები - კომპიუტერული პროგრამების - MS Word, MS Excel და სხვა ცოდნა;
    ** შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
    ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

    პიროვნული უნარები:

    ** პასუხისმგებლობა;
    ** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
    ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
    ** ოპერატიულობა;
    ** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
    ** დეტალებზე ორიენტრიებულობა;

    დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

    შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

    თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს "სილქ როუდ ბანკმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ როუდ ბანკის" ბაზაში 1 წლის ვადით.

    განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 იანვარი.

    გისურვებთ წარმატებებს!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები