რეგისტრატორი

  • თარიღები: 13 იან - 13 თებ
  • მდებარეობა:
  • "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

    სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

    ძირითადი მოვალეობები:

    ** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
    ** პაციენტის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
    ** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ბარათის შევსება ყველა საჭირო ინფორმაციის მიხედვით;
    ** დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
    ** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
    ** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
    ** სხვა ფუნქცია-მოვალეობები შესრულება უშუალო უფროსისა და სამედიცინო ცენტრის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა;
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

    პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

    ** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
    ** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** გამართული მეტყველება/გადმოცემის უნარი.

    სამუშაო განაკვეთი: სრული.
    ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე, გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ანაზღაურება.

    დაინტერესებულ პირებს, გთხოვ, გამოგვიგზავნოთ cv ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dtmcvacancy@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

    "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები