ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: "Innovators Group Georgia"
  • თარიღები: 22 სექ - 22 ოქტ
  • მდებარეობა:
  • "Innovators Group Georgia" არის ვებ-დეველოპერული კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ვებ-პროდუქტების შექმნაა. "ინოვატორს" განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა პირველი ქართული სკოლის მართვის ელექტრონული პლატფორმა "Schoolbook", დოკუმენტბრუნვის პროგრამა, თანამშრომელთა შეფასების პროგრამული უზრუნველყოფა, მობილური აპლიკაციები, ვებ-გვერდები, და სხვა კერძო პროექტები.

    "Innovators Group Georgia" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** კომპანიის სტრატეგიაზე დაყრდნობით, ბიზნესის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯმენტთან ერთად;
    ** მარკეტინგული სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების განხორციელება ციფრული საკომუნიკაციო არხების საშუალებით (სოციალური მედია, ვებ.გვერდი და ა.შ.)
    ** სოციალურ მედიასა და ციფრულ პლატფორმებზე განსათავსებელი შინაარსის (კონტენტის, ვიზუალური მასალის) შექმნა, განთავსება და მართვა;
    ** სარეკლამო და მეილ კამპანიების და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
    ** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზომვა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
    ** facebook, google ads და სხვა ციფრული პლატფორმების კარგად ცოდნა და მართვის გამოცდილება;
    ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა.

    კომპეტენციები:

    ** ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნება;
    ** შეხედულებების ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.

    თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@innovators.ge არაუგვიანეს 2020 წლის 22 ოქტომბრისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "Innovators Group Georgia"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

    პოპულალური კომპანიები