მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: სანდომი
  • თარიღები: 03 თებ - 03 მარ
  • მდებარეობა:
  • მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

    საყოველთაო რანჟირების შედეგად - პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება - შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

    შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

    ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა.
    განაკვეთი: სრული
    სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00
    დასვენება: კვირა
    ხელფასი: 1000 ლარიდან 1500 ლარამდე (კვალიფიკაციის შესაბამისად)

    მოვალეობები:

    ** კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება;
    ** პროდუქტების მარკეტინგული აქტივობების მოფიქრება/დაგეგმვა და განხორციელება;
    ** მარკეტინგული აქტივობების განხორციელება ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში
    ** კომპანიის ცნობადობისა და ბრენდის პოპულარიზაცია;
    ** კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და კონტროლი, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
    ** ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
    ** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების შესწავლა;
    ** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
    ** რეპორტინგი.

    მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის მიმართულებით
    ** მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
    ** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

    პიროვნული თვისებები და უნარები:

    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი,
    ** კრეატიულობა
    ** დროის მართვის უნარი
    ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
    ** ორგანიზებული
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
    ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

    დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    08 მაი - 08 ივნ
    პოპულალური კომპანიები