ოპერატორი

კრედიტსერვისი+
  • თარიღები: 05 თებ - 05 მარ
  • მდებარეობა:
  • სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 43 ფილიალს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ოპერატორის პოზიციაზე.

    მოთხოვნები:

    ** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი
    ** კომუნიკაბელურობა და მოტივირებულობა
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
    ** ენერგიულობა და ორგანიზებულობა
    ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კლიენტის მომსახურება მომსახურების სტანდარტის დაცვით;
    ** გაყიდვებში მონაწილეობა - პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;
    ** სესხის განაცხადის შევსება, საკრედიტო რისკების დეპარტამენტში გადაგზავნა;
    ** გასაცემი სესხების ხელშეკრულების და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
    ** ფაილინგის მოწესრიგება;

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge ან http://www.creditservice.ge/career.html და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა , რომელზეც აგზავნით განაცხადს.

    გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

    სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

    კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები