გამომცემლობა "დიოგენე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** საგადასახადო მიწოდების და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი შეკვეთების მიხედვით;
** ადგილობრივი პროდუქციის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
** მარაგების ნაშთის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "ფინას" საფუძვლიანი ცოდნა და მასთან მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: e.tsirekidze@diogene.ge
და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".
განაცხადები მიიღება 19 თებერვლის ჩათვლით.