ცვლის მენეჯერი

კომპანია: მალონგო
  • თარიღები: 08 თებ - 08 მარ
  • მდებარეობა:
  • ცნობილი ფრანგული ყავის ბრენდი "მალონგო" ("MALONGO") იწყებს მოღვაწეობას საქართველოში და სულ მალე თბილისში წარმოდგენილი იქნება ახალი მრავალფუნქციური კვების ობიექტის სახით, სადაც სტუმარი შეძლებს დააგემოვნოს ფრანგული სამზარეულოს გამორჩეული კერძები, დესერტები, საოცარი ფრანგული ღვინო და ყავა.

    "მალონგო" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.

    სამუშაო პირობები:

    სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე.
    სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლიანობის განრიგით.
    ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
    ბენეფიტები: დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
    ** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
    ** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
    ** ​რეპორტინგის წარმოება;
    ** აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელსა და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან;
    ** გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** სარესტორნო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
    ** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა;
    ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    ** გუნდის მართვის უნარი;
    ** ენერგიულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შრომისმოყვარეობა.

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე info@iledefrance.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ცვლის მენეჯერი".

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    04 მარ - 04 აპრ
    პოპულალური კომპანიები