მოლარე - კონსულტანტი

კომპანია: მალონგო
  • თარიღები: 08 თებ - 08 მარ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • ცნობილი ფრანგული ყავის ბრენდი "მალონგო" ("MALONGO") იწყებს მოღვაწეობას საქართველოში და სულ მალე თბილისში წარმოდგენილი იქნება ახალი მრავალფუნქციური კვების ობიექტის სახით, სადაც სტუმარი შეძლებს დააგემოვნოს ფრანგული სამზარეულოს გამორჩეული კერძები, დესერტები, საოცარი ფრანგული ღვინო და ყავა.

    "მალონგო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

    სამუშაო პირობები:

    სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე.
    სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლიანობის განრიგით.
    ბენეფიტები: დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
    ** მომსახურების სტანდარტების დაცვა;
    ** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა;
    ** თაროების კონტროლი და შევსება;
    ** სალარო ოპერაციების წარმოება- ანგარიშსწორება.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
    ** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
    ** ეფექტური კომუნიკაცია
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
    ** სისწრაფე და ენერგიულობა.

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე info@iledefrance.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    04 მარ - 04 აპრ
    პოპულალური კომპანიები