ონლაინ გამოცემა On.ge ეძებს ეკონომიკის მიმართულების ჟურნალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მიიღებს მონაწილეობას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-მედიის ყოველდღიურ მუშაობაში.
აუცილებელი არ არის იყოთ პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა სასურველია, გქონდეთ მედიაში ეკონომიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ჩვენთან მოსახვედრად აუცილებელია:
** გქონდეთ ეკონომიკური განათლება;
** კარგად იცოდეთ ინგლისური ენა;
** გამართულად წერდეთ და საუბრობდეთ ქართულად;
** იყოთ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების საქმის კურსში;
** იზიარებდეთ ჩვენი გუნდის სტანდარტებსა და ღირებულებებს.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ნახევარი;
** სამუშაო ადგილი: დროებით - დისტანციური.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
თქვენი კანდიდატურის განსახილველად, აუცილებელია გამოგზავნოთ თქვენ მიერ შექმნილი ერთი ჟურნალისტური ნამუშევარი ეკონომიკის მიმართულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და CV მისამართზე Hr@on.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ეკონომიკის მიმართულების ჟურნალისტი და წერილშივე, მოკლედ გვიპასუხეთ კითხვაზე: რატომ გსურთ On.ge-სთან თანამშრომლობა?
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 19 თებერვალი.